საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 16/29 - 01
07.09.2017 წ.                                                             
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;                               
 გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;                    
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;                                            
ე)  პროფესორი ქეთევან მარშავა;                                            
ვ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;                                   
ზ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;  
თ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;                
ი) პროფესორი ნოდარ ხადური;   
კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;            
ლ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
მ) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
ნ) ასისტენტ პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი  –  მდივანი.
2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით (მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა) განხორციელდეს - 13.09.2017 წ., 10:00 სთ.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი           თ. ბერიძე